„რეგიონში საქართველოს უსაფრთხოების ფუნქცია აქვს, აშშ-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია“
25/06/2020 07:15:32 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, საქართველოს სპეციალური სამსახურები უაღრესად მაღალი ხარისხით არიან შეფასებული.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ჩვენი სპეციალური სამსახურები მაღალი ხარისხით არიან შეფასებულები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შორის ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ჩვენი კოოპერირება განსაკუთრებით უსაფრთხო და ეფექტური უნდა იყოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში და ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება, სიმშვიდე და ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან იძენს სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას და შინაარსს“, - აცხადებს გიორგი გახარია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული. ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა.


