კილაძე – გოცირიძეს: „ბიძინა ივანიშვილი აქეთ მოგინელებთ"
25/06/2020 08:15:13 პოლიტიკა
პარლამენტში ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან როგორც უმრავლესობის, ისე "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. დეპუტატები ერთმანეთს ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
"ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ყელში გეჩხირებათ, თუმცა მას ვერ მოინელებთ. ბიძინა ივანიშვილი აქეთ მოგინელებთ," – ამ სიტყვებით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს. თავის მხრივ, მას დეპუტატმა უპასუხა: "ქალბატონო სოფო, თვალშიც გვეპატარავება".


