Accentnews.ge
შაშკინი: „სკოლებიდან რეკეტით 21 მილიონია წაღებული“

შაშკინი: „სკოლებიდან რეკეტით 21 მილიონია წაღებული“

25/06/2020 08:49:12 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი იუწყება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 7– წლიან პერიოდში, სკოლებიდან რეკეტით 21 მილიონი ლარია წაღებული“.

შაშკინის განმარტებით, სქემა შემდეგნაირად მოქმედებს:

„ყველა საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბუნებრივია, აქვს ეკონომიკური საქმიანობა და სჭირდება ხელშეკრულებების, კონტრაქტების გაფორმება. აქედან გამომდინარე, მათ იურისტებიც სჭირდებათ. ჩემი მინისტრობის პერიოდში, სამინისტროში შექმნილი იყო სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სკოლებს იურიდიულ საკითხებში ეხმარებოდა. 2013 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ ეს დეპარტამენტი დაშალა, და თქვა, რომ ამ საქმეს ბიზნესი უკეთ გააკეთებდა. ერთ-ერთ კომპანიას, ტენდერის გარეშე, 2200 სკოლამ დაუდო ხელშეკრულება. ერთდროულად დირექტორებმა ერთ კომპანიასთან დადეს ხელშეკრულება და თითო ეს ხელშეკრულება არის 150-200 ლარამდე ღირებულების. ახლა ეს თანხა გაამრავლეთ 2200 სკოლაზე, ესაა წელიწადში დააახლოებით 3 - 3.5 მილიონი ლარი. ესაა სკოლების რეკეტი. ანუ, ვაუჩერის მეშვეობით სახელმწიფო განათლების სამინისტროს აძლევს ფულს, აფინანსებს სკოლებს, მერე მოდის კერძო კომპანია და ასე რეკეტით თითო სკოლიდან იღებს თანხას. პერიოდულად ეს სქემა ფეთქდებოდა. ბოლო ასეთი აფეთქება იყო 2 წლის წინ, როცა განათლების სამინისტროში შევიდა კორუფციული სამსახური, ჩაატარეს ჩხრეკა და გვითხრეს რომ თემა მოგვარებულია. თუმცა ეს სქემა განაგრძობს მოქმედებას სხვა ადამიანების მონაწილეობით. შეიქმნა 3 კომპანია, რომელიც ამ დახმარებას ახორციელებს. სამივეს დამფუძნებელი და დირექტორი ერთიდაიგივე პირია. 21 მილიონი ლარია წაღებული 7 წლის განმავლობაში ამ კომპანიების საშუალებით. ესაა ის ფული, რომელიც სკოლებიდან რეკეტის მეშვეობით ამოიღეს და სახლში წაიღეს“, - აცხადებს შაშკინი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S