Accentnews.ge
კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საკონტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ საკონტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

25/06/2020 10:08:06 პოლიტიკა

საუკეთესო პრაქტიკები გვეუბნება, რომ როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას ეხება, ის რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია, ცვლილებების მაღალი ლეგიტიმაციით მხარდაჭერა.

„ეს არის ნიშანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიოსთვის. როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას, ეხება, საუკეთესო პრაქტიკები გვთავაზობს, რომ ის რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რათა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია,“ - განაცხადა ელჩმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S