Accentnews.ge
საზღვარგარეთ და მათ შორის თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

საზღვარგარეთ და მათ შორის თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

25/06/2020 13:09:27 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო დაეხმარება იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი არის, მივიდეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, იქნება ეს ჯანდაცვის კუთხით თუ სოციალური კუთხით. ხუთი ათასს მოქალაქესთან ჩვენ იძულებული გავხდით, გაგვეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დამატებით მიგვეღო დოკუმენტაცია, რათა პროცესი წარმართულიყო სწორად. როცა მთავრობა ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია სწორად, ასევე ვალდებულია მოითხოვოს მოქალაქეებს ყველა საჭირო კომპონენტი, რომელიც შემდგომში არ დაბადებს კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითიც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის: აჭარაში რამდენჯერმე გამართლეს აქცია მოქალაქეებმა, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. ისინი სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების გაწევას ითხოვდნენ.

განახლება

საზღვარგარეთ და მათ შორის თურქეთში თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ, - იუწყება აჭარის მთავრობის პრეს–სამსახური.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა ბენეფიციართა წრე სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით:

„აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S