Accentnews.ge
კელი დეგნანი: „ყველას სურს, იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება“

კელი დეგნანი: „ყველას სურს, იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება“

25/06/2020 11:17:01 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს შეთანხმება, წავიდნენ კომპრომისებზე, ახლა ყველას სურს, იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება.

„საარჩევნო რეფორმაზე ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ დიალოგის მონაწილე ელჩებს არ სურთ კომენტარის გაკეთება სპეციფიკურ დეტალებზე. 8 მარტის შეთანხმება მიღწეული იყო საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ. სწორედ ეს იყო რეალურად წარმატება, რომ მათ შეძლეს შეთანხმება, წავიდნენ კომპრომისებზე, ახლა ყველას სურს, იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება. ახლა უკვე ორი კენჭისყრა იყო პარლამენტში, რაც ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო სისტემას, რომელიც მოახლოებული არჩევნების დროს უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, არის ერთობლივი განცხადება, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევას და შერჩევით სამართალს. ეს უნდა შესრულდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება მრავალპარტიული მხარდაჭერა. ეს ნამდვილად იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისადმი ერთგულების დადასტურება და შეიქმნება სათანადო პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S