"8 მარტის შეთანხმების ამოქმედება, მათ შორის პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება გადამწყვეტია საკონსტიტუციო პაკეტის დასამტკიცებლად"
25/06/2020 12:19:31 პოლიტიკა
პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ამოქმედება, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლება გადამწყვეტია საკონსტიტუციო პაკეტის დასამტკიცებლად.
„საკონსტიტუციო ცვლილებები მოითხოვს ფართო მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ სცენაზე, ისე საზოგადოებაში. 8 მარტის შეთანხმების ამოქმედება, მათ შორის, პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება არის გადამწყვეტი საკონსტიტუციო პაკეტის დასამტკიცებლად, რათა საქართველომ დემოკრატიული არჩევნებისკენ წინ წაიწიოს“, – წერს ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.


