Accentnews.ge
ომბუდსმენი: „ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი“

ომბუდსმენი: „ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი“

25/06/2020 15:30:15 პოლიტიკა

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ განსაკუთრებით სახალხო დამცველის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აქვს ძალიან ორგანიზებული ხასიათი და როგორც წესი, ამ კამპანიის უკან დგანან სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ განწყობებს და ეწევიან პრორუსულ კამპანიას. ამის შესახებ სახალხო დამცველმაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის ანგარიშით წარსდგა.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია. თუ ვინმეს არ მოსწონს სახალხო დამცველი, ან აკრიტიკებს მის საქმიანობას, ან არის ძალიან რადიკალურად განწყობილი, მათ შორის იყენებს არაეთიკურ, უწმაწურ გამონათქვამებს, ესეც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში: ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის უზრდელური ფორმით. ამასთან დაკავშირებით მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია. მაგრამ არაერთი ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ განსაკუთრებით სახალხო დამცველის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აქვს ძალიან ორგანიზებული ხასიათი და როგორც წესი, ამ კამპანიის უკან დგანან სიძულვილის ჯგუფები, ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ განწყობებს და ეწევიან პრორუსულ კამპანიას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის შეფასებას არ იზიარებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.

„ვერ დავეთანხმები მაგალითად ქალბატონ ნინოს, რომელმაც თქვა, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელიო. ეს უფლება შეიძლება მათ ჰქონდეთ, მაგრამ ეს რომ არ გამოხატოს და სხვას უზრდელურად არ მიმართოს, მგონი ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ის რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას მოეკითხება. ეს ჩემი აზრი არის და მგონი, ერთმანეთის უფლებების პატივისცემა ამითაც გამოიხატება და დემოკრატიულ საზოგადოებას ეს ხდის სწორედ ძლიერად, რომ ადამიანები, მათ შორის განსხვავებულ აზრსაც გამოხატავდნენ სწორი და კონსტრუქციული ფორმით“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S