კემულარიამ „გამარჯვებული საქართველო“ დატოვა
25/06/2020 15:35:56 პოლიტიკა
პარტია „გამარჯვებული საქართველო“ კოტე კემულარიამ დატოვა.
ის მიზეზად აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს:
„სხვანაირად იყო ჩაფიქრებული სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების შეკრება და საკმაოდ პოპულარული იყო ეს გაერთიანება, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა, ხელისუფლების აგრესიული შეტევა, სპეცსამსახურების მუდმივი და აქტიური მოქმედება სამწუხაროდ, გახდა მიზეზი, რომ ჩვენ ვეღარ შევძელით ირაკლის გათავისუფლების მერე აღდგენა იმ სულისკვეთების, რაც იყო“.
კემულარია ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში რჩება და იმ ახალგაზრდების გვერდით იქნება, ვინც 20 ივნისის – „გავრილოვის ღამის“ მოვლენების შემდგომ აქტიურ პროტესტს გამოხატავს.


