Accentnews.ge
ტოროსიანი: „ჩვენს რეანიმაციაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით, 24 %-ს შეადგენს“

ტოროსიანი: „ჩვენს რეანიმაციაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით, 24 %-ს შეადგენს“

25/06/2020 17:28:01 კავკასია

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებით, ქვეყანაში, რეანიმაციის განყოფილებებში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით, 24 %-ს შეადგენს და ეს მისი შეფასებით, „კარგი მაჩვენებელია“.

„ჩვენს რეანიმაციის განყოფილებებში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით, 24 %-ს შეადგენს. ეს „კარგი" მაჩვენებელია, რომელიც განპირობებულია ჩვენი მედთანამშრომლების შრომით და თანამედროვე და შესაფერისი სამედიცინო დახმარების გაწევით“ , - წერს ტოროსიანი „ფეისბუქში“, პირად გვერდზე.

მისი თქმით, ბევრ დასავლურ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 35-45 %-ს შორის მერყეობს.

სომხეთში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 22 500 შემთხვევა რეგისტრირებული, მათგან 11 300 პირი გამოჯანმრთელდა, 397 ადამიანი კი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: 11 ქვეყანა, სადაც COVID-19–ის შემთხვევები მატულობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S