ვაშაძე – სააკაშვილზე: „დღეს სხვა მანქანაში ზის“
25/06/2020 19:23:28 პოლიტიკა
დღეს მიხეილ სააკაშვილი გულშემატკივრის როლშია,– ასე უპასუხა ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ კითხავს, „დღეს სად ზის საქარველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიის „პოლიტიკურ მანქანაში“.
„დღეს მიხეილ სააკაშვილი გულშემატკივრის როლშია, იმიტომ, რომ მას დააკისრეს უზარმაზარი, მტკივნეული, ძნელი ამოცანა და ფუნქცა, რაც არის სასწრაფო ეკონომიკური რეფორმები“,– განაცხადა ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
დამაზუსტებელ კითხვაზე, „მანქანის გარეთ არის და რბოლას ადევნებს თვალს?“, ვაშაძემ უპასუხა: „არა, სხვა მანქანაში ზის, რომელიც ჩვენი პარალელური კურსით მიდის, რომლის წარმატება ისევე წაადგება ჩვენს საქმეს, როგორც ჩვენი წარმატება მის მანქანას“.
ცნობისთვის: სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ დიმიტრი გორდონთან, სადაც სააკაშვილმა კითხვას, როგორი იქნება მისი როლი სქართველოში, უპასუხა: „არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს, ვნახოთ, რა იქნება”.


