Accentnews.ge
სამნიძის ცნობით, სუს–ი მისი "ფეისბუქ"–პოსტით დაინტერესდა

სამნიძის ცნობით, სუს–ი მისი "ფეისბუქ"–პოსტით დაინტერესდა

25/06/2020 20:20:16 პოლიტიკა

„რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს და სოციალურ ქსელში მის პოსტთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელიც კოვიდ 19-ს ეხებოდა.

„დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, "ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი "ფეისბუქზეო. პოსტი კოვიდ19-ის შესახებო". "რა სუს-ის საქმეა, რას დავწერ-თქო" და "არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო". ოფიციალურად მომწერეთ, რა "ფბ პოსტებს დასდევთ-თქო".

მეორედ რო დარეკა, ელენე ხოშტარიამ უპასუხა, დაახურა და რაღაც აღარ რეკავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხომ კარგად ხართ?“, - წერს სამნიძე.

როგორც ირკვევა, სამნიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საბოტაჟის საქმეზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S