
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს
26/06/2020 05:46:56 სამართალი
სამართალდამცავებმა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 17 პირი დააკავეს.
შსს-ში თემის ირგვლივ ბრიფინგი დღეს გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, მათ შორის დაკავებულები არიან მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე. დაკავებულების სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. სწორედ იმ მონაკლეთიდან დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი.
თავდაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, რომელსაც მოგვიანებით დაემატა ძალადობის მუხლიც.
გიორგი შაქარაშვილი გუშინ დაკრძალეს.
განახლება
რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე