Accentnews.ge
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევაზე რუსეთია პასუხისმგებელი“

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევაზე რუსეთია პასუხისმგებელი“

26/06/2020 09:43:19 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რუსული ოკუპაცია მთავარ გამოწვევად რჩება.

პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, პასუხს აგებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება:

„ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი“.

გახარიას თქმით, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებნი საქართველოს მოქალაქეები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ყველა სახელმწიფო სერვისი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სუვერენტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზურუნველყოფა რჩება საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიოროტეტად და პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რომელიც გადის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე.

მისი თქმით, უპირობოდ უნდა აღდგეს გალის და ერგნეთის შეხვედრები და ასევე, საერთაშორისო დონეზე გაგრძელდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S