Accentnews.ge
შსს: დაკავებულებს შორის შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მონაწილე გამოკვეთილია

შსს: დაკავებულებს შორის შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მონაწილე გამოკვეთილია

26/06/2020 10:39:04 სამართალი

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის სამქეში შესაძლოა, დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს, კითხვაზე 17 დაკავებულთა შორის თუ გამოიკვეთა პირი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, ბორცვაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა “.

მისი განმარტებით საქმეში უკვე დევს არაერთი ნივთმტკიცება.

ვლადიმერ ბორცვაძემ უპასუხა შეკითხავს, რომელიც დაკავებულთა ადვოკატების მიერ კეთდებოდა, რომ დაკავებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავად არიან დაზარალებულები ამ საქმეში –აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები.

„დეტალურად ვერ ჩამოგითვლით... ყველა ადვოკატის განცხადებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ“,- განაცხადა, ვლადიმერ ბორცვაძემ.

ბორცვაძემ არ გამორიცხა, რომ საქმის კვალიფიკაცია სეიცვალოს:

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ექსპერტიზის დასკვნას და გარდაცვალების მიზეზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ სისხლის სამართლის საქმეში, შესაბამისას, თუ დამატებით გამოუკვეთა სხვა პირთა ბრალეულობა, ამ სისხლის სამართლის საქმეში, ბუნებრივია ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი და ყველა ქმედებას მივცემთ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“,- განაცხადა ვლდიმერ ბორცვაძემ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. 26 ივნისს საქმის ფარგლებში 17 პირი დააკავეს, მათ შორის არიან სპორტსმენები. დაკავებულებს ბრალი ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა ედებათ.

იხილეთ ასევე: რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S