Accentnews.ge
ხოშტარია – გახარიას: "გადაეცით თქვენს სუს-ს და ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდია"

ხოშტარია – გახარიას: "გადაეცით თქვენს სუს-ს და ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდია"

26/06/2020 10:45:58 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში პრემიერ–მინისტრის ვიზიტისას პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას გამოეხმაურა.

"კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა, გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდია",- მიმართა პრემიერს დეპუტატმა.

ცნობისთვის: სუს–ში გამოკითხვაზე ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციების გამო „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დაიბარეს.

პრემიერი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S