ვოლსკი – ჟურნალისტებს: „რა აგეწვათ ამისთანა?“
26/06/2020 13:48:06 პოლიტიკა
"რა აგეწვათ ამისთანა?" - ამ ფორმით მიმართა „ფორმულას“ ცნობით, მმართველი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს.
მედიასაშუალების ცნობით, დეპუტატი გააღიზიანა შეკითხვამ თბილისის მერის შესახებ.
"რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით? ტყუილი თქვით, დააბრალეთ ადამიანს და პასუხს გაძლევთ. „ფეიკ ნიუსების“ საამქრო, თუ ცეხი რომ გაქვთ გახსნილი, რა გეწყინათ ამისთანა, პასუხი გაგცეს",- უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, კახა კალაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ჩართვაში ტელეკომპანია ფორმულა და მთავარი არხი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
იხილეთ ასევე: „მედიის ადვოკატირებისათვის“ – კალაძის ინიციატივაზე: „არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს"


