Accentnews.ge
გახარია – ოპოზიციას: „კურდღლები ხართ!“

გახარია – ოპოზიციას: „კურდღლები ხართ!“

26/06/2020 13:55:28 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არაეთიკურად მიმართა. დისკუსია გასული წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხებოდა.

„კურდღლები ხართ, იცით რატომ? ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით, იმუქრებოდით, რომ ახლა, ჩვენ...“,– მიმართა გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ამასთან, თქვა, რომ დეპუტატ მამუკა ჩიქოვანის კითხვის შინაარსს ვერ ჩაწვდა და მის კოლეგებს ურჩია „მეტყველება ასწავლონ“, ან კითხვა დაუწერონ.

მოგვიანებით გახარიამ ოპოზიციას "პოლიტიკური სპეკულიანტები" უწოდა და განაცხადა, რომ ადამიანების ტრაგედიებით საგრებლობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S