"შეასრულე შეთანხმება!" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
29/06/2020 07:55:42 პოლიტიკა
"შეასრულე შეთანხმება", "გიორგი რურუა პოლიტპატიმარია", - ამ შინაარსის პლაკატებით პარლამენტთან აქცია იმართება. სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება. „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ საზოგადოების დაკვეთა ბოლომდე შეასრულოს და მიიღოს თითქმის პროპორციული არჩევნები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მათ აქვთ შანსი, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან დარჩეს სწორი და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა, რომელიც დღეს ოლიგარქის ტყვეობაში იმყოფება”,- განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას მოძრაობა „შეცვალე” შეუერთდა.


