Accentnews.ge
თალაკვაძე: „გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის“

თალაკვაძე: „გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის“

29/06/2020 08:42:05 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, „პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს“.

„მსურს, შევაჯამო პირველი და მეორე კენჭისყრის შედეგები და ვითარება, რომელიც ჩვენ გვქონდა პრაქტიკულად ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ასრულებს დადებულ პირობას და მზად არის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის გადადგას მომდევნო ნაბიჯები, ერთგულია დემოკრატიული პრინციპების.

გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტში, რომელთაც მკაფიოდ გამოხატეს თავისი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ. ვფიქრობ, ეს არის დასაფასებელი და აღსანიშნავი, ვინაიდან ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზეც კი, რაც დაპირდნენ საზოგადოებას, იმაზეც კი რაზეც შედგა შეთანხმება და ხელი მოაწერეს, ბუნებრივია არ არიან მზად და ვერ შეძლებენ მომავალშიც ვერანაირი პასუხისმგებლობის აღებას, სანაცვლოდ კარგია, რომ პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალშიც მზად არის, დემოკრატიულ პროცესებში და დემოკრატიულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის: დღეს პარლამენტი 8 მარტის სეთანხმების საფუძველზე მომზადებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მათი შეფასებით, 8 მარტის შეთანხმება სრულად არაა შესრულებული და სწორედ ესაა მათი გადაწყვეტილების მიზეზი.

თავად კენჭისყრის პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ გასულ წელს, "გავრილოვის ღამის" შემდეგ გასცა, თუმცა ოთხ თვეში პარლამენტში ჩააგდო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S