Accentnews.ge
გახარია: „შავიზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ“

გახარია: „შავიზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ“

29/06/2020 10:36:22 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა ეკონომიკურად ვერაფერს მიაღწევს, თუ მეზღვაურის პროცესია არ დაფასდება. ამის შესახებ მან ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც მეზღვაურებიც ესწრებოდნენ.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე. ვერაფერს ეკონომიკურად ვერ მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო, მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად სულ უფრო და უფრო თუ არ განვითარდა, მარტივია, სწორედ ამიტომ, ჩვენ პროფესიაც სულ უფრო და უფრო აქტუალურად ამოგვყავს პრიორიტეტებში “,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა დაწყებულია.

„ფოთში დავიწყეთ საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა, რადგან შავიზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ. საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება და საბედნიეროდ, ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს. ისეთ კადრებს, რომელზეც მოთხოვნა გლობალურად საკმაოდ მაღალია. საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც შრომობენ სხვადასხვა დროშის ქვეშ, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უკვე ეხმარებიან. ეხმარებიან ბევრ ბათუმელს, თავიანთ ოჯახებს და საერთოდ, საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ამიტომ გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S