პოლონეთი საქართველოს სამედიცინო ინვენტარით დაეხმარა
29/06/2020 10:39:25 პოლიტიკა
ნატო–ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარადჭერისა და სოლიდარობის ფარგლებში, პოლონეთმა ახლახან სამედიცინო დახმარება გაუგზავნა საქართველოს, რომელმაც დახმარებისათვის აპრილის დასწაყისში მიმართა ნატოს "კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს" (EADRCC).
COVID-19 პანდემიის გასამკლავებლად, ნატო–ს საიტის თანახმად, საქართველომ პოლონეთისგან მიიღო 6 800 ერთეული სახის დამცავი ნიღაბი, ხელისა და საგნების ზედაპირის სადეზინფექციო 5400 ლიტრი სითხე.
ნატო–ს თანახმად, პოლონეთი ორმხრივი თანაშრომლობის ფარგლებში სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო საშუალებებით დაეხმარა ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც ეპიდემიური ვითარება კვლავ საგანგაშოა.
EADRCC ეს არის საგანგებო სიტუაციებზე ნატოს რეაგირების მთავარი სამოქალაქო მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მუდმივად და ამ მექანიზმის საშუალებით ხდება საჭიროებების მქონე ქვეყნებისა და დახმარების გამცემი ქვეყნების კოორდინაცია საგანგებო ვითარებების დროს ევროატლანტიკურ სივრცესა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებში.


