გახარიამ პოლიტიკური სპექტრის შემდეგ „ტოქსიკურად“ მედია შეაფასა
29/06/2020 10:57:10 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დაწყებული პროექტი "სიმართლის მუშტი" მედიაში არსებული ტოქსიკური გარემოთია გამოწვეული.
"მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური, სადაც სქემა მუშაობს შემდეგნაირად Fake News , შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა შემდეგ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იმის გამო, რომ ტყუილზე დაფუძნებული, ასეთი ფეიკ ნიუსებს სიცოცხლისუნარიანობა აქვს ძალიან პატარა", - უპასუხა გახარიამ ბათუმში „ტვ პირველის“ კითხვას.
მისი თქმით, მათი პასუხი ამ ყველაფერზე არის გახსნილობა.
"ჩვენ ხო არჩევნები გველოდება წინ, რაღაც ეთიკა უნდა შევინარჩუნოთ. რაღაც დავალების მიღება არ შეიძლება. მე ხო არასდროს მედიასთან პრობლემა არ მქონია", - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მან კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააკეთა და განაცხადა, რომ ცვლილებების შემდეგ უმრავლესობის პრიორიტეტია, ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და დასავლურ სტანდარტს აკმაყოფილებდეს.
"ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ", - თქვა გახარიამ.
ცნობისთვის: მანამდე მან ტოქსიკურად პოლიტიკური სპექტრი შეაფასა.


