Accentnews.ge
გახარია განმარტავს, რატომ დუმს თბილისი ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის როლზე

გახარია განმარტავს, რატომ დუმს თბილისი ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის როლზე

29/06/2020 11:25:57 პოლიტიკა

გერმანიის მხარემ თქვა, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის ფაქტორს შეეხებოდა.

ცნობისთვის: გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ოფიციალურად ამხილა. ოფიციალურ თბილისს რუსეთის როლზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

უშუალოდ მკვლელობისთვის დაკავებულ ვადიმ სოკოლოვი (კრასიკოვი), თუმცა საქმეში რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ფიგურირებს. გერმანული Spiegel-ის ცნობით, იგი ვინმე რონამ დ. არის, რომელიც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, 3 აგვისტოს მანქანით შენგენის ზონაში, კერძოდ, ბელარუსიდან პოლონეთში შევიდა.

რომან დ.-მ გამომძიებელთა ინტერესი იმით გამოიწვია, რომ მისი უცხოური პასპორტის მონაცემები საეჭვოდ ჰგავს კრასიკოვისას, რომელზეც ხანგოშვილის მკვლელობის მიზნით ევროკავშირში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე დოკუმენტი სხვის გვარზე გაიცა.

კონკრეტულად რა როლი შეიძლებოდა, შეესრულებინა მკვლელობის საქმეში რუსეთის მეორე მოქალაქეს – არ ხმაურდება. მოელიან, რომ 29 ივნისს გამოქვეყნდება ჯგუფ Bellingcat-ის, Der Spiegel-ისა და The Insider-ის ერთობლივი გამოძიების შედეგები მეტი დეტალური ინფორმაციით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S