Accentnews.ge
პრეზიდეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

პრეზიდეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

29/06/2020 13:58:31 პოლიტიკა

პრეზიდეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა,– განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

მან პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ფასილიტატორ ელჩებს კი პროცესში ჩართულობოსთვის მადლობა გადაუხადა.

ცვლილებებს პრეზიდენტმა დემოკრატიისა და პროგრესისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწყოდა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა პოლიტიკოსების ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებაზე. კერძოდ, როგორც ზურაბიშვილი ირწმუნება, მან ეს ნაბიჯი გადადგა არა იმისთვის, რომ „ეს სადმე ეწერა“, არამედ სტაბილურობისთვის და დღეს გადადგმული ნაბიჯით „სტაბილურობა კიდევ უფრო გამყარდა“, რაც შესაძლოა, „ბევრის ინტერესში არ შედიოდეს“.

„ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება, არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე. ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველა ერთად და მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. მჯერა იმისიც, რომ ვერც პანდემია ვერ შეგვიშლის ხელს ამაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S