Accentnews.ge
კინზინგერი მხარეებს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ კვლავ მოუწოდებს

კინზინგერი მხარეებს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ კვლავ მოუწოდებს

29/06/2020 14:08:42 პოლიტიკა

აშშ–ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს ულოცავს, მხარეებს კი კვლავ მოუწოდებს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ.

"ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას და შევაქებ მათ ვინც, მონაწილეობდა, რომ ცვლილებები უზრუნველყოფილიყო. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. მადლობა საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მძიმე სამუშაოს გაგრძელებისთვის და გადამწყვეტი როლისთვის", - წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.კერჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ევროპული საქართველოსა" და ენმ–ის დეპუტატებს. მათი განმარტებით, გიორგი რურუას გათავისუფლება პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S