Accentnews.ge
ევროკავშირის წარმომადგენლობა: „გერმანიის ელჩის წინააღმდეგ თავდასხმებს ვგმობთ“

ევროკავშირის წარმომადგენლობა: „გერმანიის ელჩის წინააღმდეგ თავდასხმებს ვგმობთ“

29/06/2020 14:17:51 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის ელჩის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირი ყველას მხარეს მოუწოდებს, უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან თავი შეიკავონ.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის მიმართ ოპოზიციის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. ელჩმა თქვა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. ოპოზიციის კრიტიკა სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია.

"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება", - ამბობდა ელჩი.

გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. სწორედ ამიტომ არ მიიღეს მათ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესში მონაწილეობა. პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S