"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით"

29-06-2020 23:02:10 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას.

"საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. ვულოცავ ყველას! ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას შემდგომ საარჩევნო სამზადისში", - წერს ბორელი "ტვიტერზე".

ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები