
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მისასალმებელი ამბები საქართველოდან – 2020 წლის არჩევნები იქნება ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ“
29/06/2020 19:05:32 პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.
„მისასალმებელი ამბები საქართველოდან – 2020 წლის არჩევნები იქნება ნაბიჯი წინ პროპორციული სისტემისკენ. საქართველოს პარლამენტმა ახლახანს დაუჭირა მხარი საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – წერს ესტონელი დიპლომატი.
ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა.