
BBC: ჩინეთში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს
29/06/2020 20:18:30 მსოფლიო
ჩინეთში გრიპის ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა, პანდემია გამოიწვიოს, – იუწყება BBC.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ახალი ვირუსის G4 EA H1N1 მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა და ის სასუნთქ გზებს აზიანებს.
მკვლევრები შიშობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს, რასაც მორიგი პანდემია მოჰყვება, ვინაიდან ვირუსს ყველანაირი ნიშანი აქვს, რომ მას გარემოსთან ადაპტაცია და ადამიანის დაავადება იოლად შეუძლია.
იუწყებიან, რომ ჩინეთში ახალი ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდათ სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს.
მკვლევრების თანახმად, ვირუსი დაუყოვნებლივ რეაგირებას არ საჭიროებს, თუმცა საყურადღებოა.
იხილეთ ასევე: გამყრელიძე – ახალ ვირუსებზე: „ნუ შეშინდებით: მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება“