
იაპონიამ ქვეყანაში შესვლა კიდევ 18 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალა
30/06/2020 05:29:41 საგარეო პოლიტიკა
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად იაპონიამ ქვეყანაში შესვლა კიდევ 18 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალა.
ეს ქვეყნებია: გაიანა, კუბა, გვატემალა, გრენადა, კოსტა- რიკა, იამაიკა, ნიკარაგუა, ჰაიტი, სენტ ვინსენტი და გრენადინები, ალჟირი, ესვატინი, კამერუნი, სენეგალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მავრიტანია, ერაყი, ლიბანი და საქართველო.
შეზღუდვა ეხება ყველა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც იაპონიაში დაგეგმილ ვიზიტამდე 14 დღის განმავლობაში რომელიმე აღნიშნულ ქვეყანაში იმყოფებოდა. შეზღუდვა ძალაში 1-ელი ივლისიდან შედის.
ცნობისთვის: მსგავსი აკრძალვა იაპონიას სულ 129 ქვეყანასთან აქვს დაწესებული.