Accentnews.ge
მოსკოვი– ვაშინგტონს:  „დაანებე თავი პროვოკაციულ გეგმებს“

მოსკოვი– ვაშინგტონს: „დაანებე თავი პროვოკაციულ გეგმებს“

18/06/2019 12:02:01 სხვა, მსოფლიო

მოსკოვი ვაშინგტონს მიმართავს, „თავი დაანებოს პროვოკაციულ გეგმებს“ შუა აღმოსავლეთში.

„ვაშინგტონის მიერ შუა აღმოსავლეთის რეგიონში დამატებით 1000 ჯარისკაცის გაგზავნა დაუფიქრებელი  და უგუნური გადაწყვეტილებაა, რომელიც ისედაც ფეთქებად რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. დღეს აშშ ირანზე პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და დიახ, სამხედრო ზეწოლასაც  ახორციელებს. ამ ყველაფერს ერთადერთი შეფასება აქვს  – ომის პროვოცირების კურსი. დაანებეთ თავი პროვოკაციულ გეგმებს და შეწყვიტეთ რეგიონში სამხედრო წარმოდგენილობის ზრდა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის. ვაშინგტონის განცხადებით, პენტაგონი ამ ნაბიჯს ირანის მტრული ქმედებების საპასუხოდ დგამს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S