
BBC - 1 ივლისიდან ევროკავშირი საზღვარს მათ შორის საქართველოს უხსნის
30/06/2020 07:46:50 საგარეო პოლიტიკა
1 ივლისიდან ევროკავშირი საზღვარს მხოლოდ 14 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს უხსნის, – იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, უსაფრთხო ქვეყნების ამჟამიდელ სიაში შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდი ბრიტანეთიც.
BBC-ის ცნობით, სია, შესაძლოა, შეიცვალოს და მისი საბოლოო ვარიანტი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.
უსაფრთხო ქვეყნების არაოფიციალური სია 27 ივნისს გამოცემა "ლე მონდმა" გაავრცელა. მედია იტყობინებოდა, რომ წევრი ქვეყნის ელჩებმა საზღვრების გახსნის კრიტერიუმები შეათანხმეს და სია განიხილეს, რომელშიც მოსალოდნელი 50-ის ნაცვლად, მხოლოდ 14 ქვეყანაა შესული, მათ შორის, საქართველო.
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1 აგვისტომდე არ აპირებს. ეკონომიკის მინისტრი გადაწყვეტილებას მომატებული რისკებით ხსნის.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 508 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 416 000–ს გადააჭარბა, 5 670 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 928-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.