„ევროპული საქართველო“ პოლიტიკური რეკლამის რაოდენობის გაზრდას და საარჩევნო უბნების დამატებას მოითხოვს

30-06-2020 11:54:09 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან შეკრების წესი შესაცვლელია. კერძოდ, გარკვეულ რადიუსზე შეკრება უნდა აიკრძალოს.

„კოორდინატორები და „ძველი ბიჭები“ ზეწოლას ახორცილებენ ამომრჩეველზე. ამიტომ უნდა იყოს გარკვეული რადიუსი, მითუმეტეს, პანდემიის დროს ისედაც მიზანშეწონილია, რომ გარკვეული სივრცე იყოს. ამიტომ, ეს არის ერთი წესი, რომელიც უნდა შეიცვალოს. მეორე, მნიშვნელოვანია, რომ დაშვებული იყოს პოლიტიკური რეკლამა არამხოლოდ საარჩევნო დროს, არამედ დანარჩენ პერიოდში. ახლა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ე.წ კარდაკარი და ეს ტრადიციული საარჩევნო კამპანია ალბათ გაჭირდება. მითუმეტეს, ამ ვითარებაში საარჩევნო რეკლამა მოსამატებელია. მესამე - აუცილებელია, რომ დაემატოს გარკვეული საარჩევნო უბნები, იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, აქ, თავმოყრა და დისტანცია დასაცავია, გასაყოფია დიდი საარჩევნო უბნები. ქვეყნის მასშტაბით, ალბათ დასამატებელი იქნება დაახლოებით 500-მდე საარჩევნო უბანი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები