Accentnews.ge
შეზღუდვები, რომლებიც 6 ივლისიდან მოიხსნება

შეზღუდვები, რომლებიც 6 ივლისიდან მოიხსნება

30/06/2020 10:46:13 საზოგადოება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც განიმარტა, გადაწყვეტილების საფუძველი ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზი გახდა.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მიიღებს",– აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის: მუშაობის უფლება კვლავ შეჩერებული აქვთ საცურაო აუზებსა და ფიტნესდარბაზებს. აღნიშნული ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია.

იხილეთ ასევე: როდის განაახლებენ ფიტნესდარბაზები და აუზები მუშაობას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S