გრიგოლ ვაშაძე: „დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ქუთაისში ვიქნები“

30-06-2020 17:21:15 პოლიტიკა

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის სავარაუდოდ, მაჟორიტარად კენჭს ქუთაისში იყრის.

მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული, თუმცა ამის ალბათობა მაღალია.

„ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას არ მიუღია, ამიტომ ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა დიდი ალბათობით ვიქნები ქუთაისში", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ თბილისში ოპოზიციის მხრიდან ექვსი კანდიდატი იბრძოლებს. კერძოდ, ვაკეში – ელენე ხოშტარია , მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, გლდანში – ნიკა მელია, ხოლო სამგორში – ლევან ხაბეიშვილი.

ცნობილია ისიც, რომ საბურთალოზე კენჭს იყრის თაკო ჩარკვიანი, თუმცა ის ერთიანი ოპოზიციის სახელით არ იბრძოლებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები