
„დეპუტატებმა 2020 წლის პირველ კვარტალში რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში 600 000-მდე დახარჯეს“
30/06/2020 14:12:32 პოლიტიკა
2020 წლის პირველ კვარტალში პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში 600 ათას ლარამდე დახარჯეს, - მონაცემები "ფლანგვის დეტექტორმა" დათვალა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია იუწყება, ე.წ. მდუმარე პარლამენტარების მივლინებებში 319 ათასი ლარი დაიხარჯა.
ინფორმაციისთვის: ორგანიზაცია "მდუმარე პარლამენტარებში" მოიაზრებს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის მუშაობაში პასიურად არიან ჩართულნი და "ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი".
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რა მიზნით შეიძლებოდა აღნიშნული საბიუჯეტო თანხის გამოყენება:
"სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული 274 ათასი ლარი საკმარისი იქნებოდა 1 წლის მანძილზე 380 პირის სოციალური შემწეობის უზრუნველსაყოფად".