Accentnews.ge
"ველი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას"

"ველი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას"

01/07/2020 12:53:29 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს გაზრდის ქართველების ნდობას მათი მთავრობისადმი და წაახალისებს დემოკრატიულ მონაწილეობას. ველი შეთანხმების სრულად შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას“, - წერს რიში "Twitter"-ში პირად გვერდზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S