Accentnews.ge
გერმანია და ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნიან

გერმანია და ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნიან

01/07/2020 15:22:00 პოლიტიკა

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2 ივლისიდან აუქმებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვასი და ჩინეთს.

2 ან 3 ივლისიდან საქართველოსთვის საზღვარს ხსნის ესპანეთიც. ინფორმაციას SchengenVisaInfo ავრცელებს.

ევროკავშირის მიერ დასახელებული „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან, ესპანეთი საზღვარს 13 ქვეყნის - ალჟირის, ავსტრალიის, კანადის, საქართველოს, იაპონიის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, რუანდას, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებისთვის გახსნის.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

შეგახსენებ იმასაც, რომ საქართველოს საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

დღეს მთავრობის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S