რუსეთის საელჩო: “ქართული მხარე ავტობუსებით რუსეთის მოქალაქეების მორიგი ჯგუფის გატარებას დასთანხმდა”

01-07-2020 17:32:49 საგარეო პოლიტიკა

ქართული მხარე ქვეყნის ტერიტორიაზე ავტობუსებით რუსეთის მოქალაქეების იმ მორიგი ჯგუფის გატარებას დასთანხმდა, რომელიც სამშობლოში სომხეთიდან ბრუნდება. ამის შესახებ სომხეთში რუსეთის საელჩო იუწყება.

დიპწარმომადგენლობის ინფორმაციით, მიმდინარეობს ამ ორგანიზებული დაბრუნების ასპექტების დამუშავება.

«საელჩოსთან შეთანხმებით «სამხრეთ-კავკასიური რკინიგზა» მზადაა, თავის თავზე აიღოს ტურისტული კლასის კომფორტული ავტობუსების ხარჯები, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლას, რადგან საჭირო არ იქნება ტექნიკური გაჩერებები. სიების ფორმირება მსურველთა მიერ ადრე მოწოდებული მონაცემების საფუძველზე განხორციელდება, წამსვლელებს საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლები დაუკავშირდებიან. უზრუნველყოფილი იქნება სატრანსპორტო საშუალებების აუცილებელი სანიტარული დამუშავება», - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ამასწინათ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი დახურული რჩება. სოცქსელების მომხმარებელთა ცნობების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უშვებენ და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რუსეთის მოქალაქეთაგან კი – მხოლოდ მათ, ვის მეუღლეს ან შვილსაც საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია.

საქართველოს ხელისუფლება რეგულარული ფრენების აღგენას 1 ივლისიდან გეგმავდა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის კუთხით ვითარების გაუარესების გამო ეს ივლისის ბოლოსთვის გადადო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები