მაიკ პომპეო: "მივესალმებით საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას"
01/07/2020 15:28:55 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება.
„ჩვენ მივესალმებით ამ კვირაში საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საარჩევნო რეფორმის შესრულებასთან დაკავშირებით“,- აცხადებს მაიკ პომპეო.
ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.კერჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ევროპული საქართველოსა" და ენმ–ის დეპუტატებს. მათი განმარტებით, გიორგი რურუას გათავისუფლება პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რომელსაც მმართველი გუნდი არ ასრულებს. .


