Accentnews.ge
ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

01/07/2020 19:12:34 პოლიტიკა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

„ვაპირებთ, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. „ერთიანი საქართველო“ იქნება #3. ვთხოვ ადამიანებს, რომ სწორი ანალიზი გააკეთონ, შეხედონ პოლიტიკური პარტიების პლატფორმებს, გამოცდილებასაც, ქცევასაც და აქედან გამომდინარე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ჩვენ სერიოზულად მოვიპოვებთ გამარჯვებას დამოუკიდებლად, ყველას გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ არავის ველაპარაკებით“,– განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ "ფორმულას" ეთერში.

ბურჯანაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში არ იქნება.

„ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ვაპირებ, რომ კოორდინირებას მაჟორიტარებთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო იქ, სადაც ჩვენთვის მისაღები მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

რაც შეეხება კოალიციას, შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაპირებ, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში ვიყო. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა განაცხადოს, რომ თუ ის ხელისუფლებას ებრძვის, ის არ უნდა იყოს კოალიციაში „ქართულ ოცნებაში“. არ ვაპირებ, კოალიციაში ვიყო „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, - განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S