Accentnews.ge
მედია: ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალებიდან შესაძლოა, პოლიტიკაში გადაინაცვლოს

მედია: ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალებიდან შესაძლოა, პოლიტიკაში გადაინაცვლოს

01/07/2020 19:29:56 პოლიტიკა

თავდაცვის ძალების უკვე ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაია შესაძლოა პოლიტიკაში ვიხილოთ,– იუწყება „ტვ პირველი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

არხის ცნობით, მმართველმა გუნდმა ჩაჩიბაიას საარჩევნო სიაში ჩასმა უკვე შესთავაზა და საკითხზე კონსკულტაციებიც დაწყებულია.

თავად ჩაჩიბაიამ, რომელმაც პოსტი მოადგილეს დღეს ოფიციალურად გადააბარა, მედიასთან კომენტარი აღარ გააკეთა და არც საკუთარ სიტყვაში უსაუბრია თანამდებობის დატოვების მიზეზებზე. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თადარიგში მიდის, თუმცა რჩება „საქართველოს ჯარისკაცად"

თემის კომენტირებისას მმართველ გუნდში მსგავსი შესაძლებლობა არ უარყვეს.

„ბატონი ვლადიმერ ჩაჩიბაია არ წასულა სახელმწიფო სამსახურიდან: ის აუცილებლად ჩადგება ქვეყნის სამსახურში. მისი შემდგომი კარიერის საკითხებს უკვე თავად გადაწყვეტს შესაბამისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩათვლით“,– განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იქნება თუ არა ჩაჩიბაია „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიაში, სესიაშვილმა უპასუხა:

„ვერ გეტყვით. ხომ იცით, რომ ამ საკითხზე წინასწარ განცხადებებს არ ვაკეთებთ? პარტია გააკეთებს განცხადებას. მე ყოველთვის გამიხარდება, რომ ბატონი ვლადმერი საპასუხისმგებლო პროცესში ვიხილო, რადგან ის ყოველთვის ემსახურება საქართველოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S