რუსეთის ცსკ-მ და სოხუმში რუსეთის “საელჩომ” პუტინის ცვლილებების კენჭისყრის განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნეს

02-07-2020 16:07:18 კონფლიქტები

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სოხუმში “რუსეთის ფედერაციის საელჩოს” მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც პრეზიდენტ პუტინის მმართველობის ვადის 2036 წლამდე განმახანგრძლივებელი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრის შედეგებს ასახავს, ერთამენთისგან განსხვავდება.

ე.წ. საელჩოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა რუსეთის 2722-მა მოქალაქემ (92,15%) დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა 171-მა (5,79%) მისცა, 61 ბიულეტენი გაუქმებულად გამოცხადდა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში კი ხმები ასეა გადანაწილებული: 8306 ამომრჩევლიდან 5517 (66.75%) ცვლილებებს მხარს უჭერს, 2631 (31.83%) წინააღმდეგია. 117 ბიულეტენი ბთილად იქნა ცნობილი.

იხილეთ ასევე: პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს აფხაზეთიდან 67%-მა დაუჭირა მხარი, ცხინვალის რეგიონიდან - 90%-მა

ცნობისთვის: რუსეთის ცსკ–ის მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომჩევლების 78% უჭერს მხარს. სადავო ცვლილებებს შორისაა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის "განულება", რაც პუტინს შესაძლებლობას მისცემს, პრეზიდენტად კენჭი ისევ იყაროს. რუსეთის კონსტიტუციის შეცვლის ინიაციატორი პრეზიდენტი პუტინია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები