
თბილისი პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ადასტურებს
02/07/2020 14:16:02 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.
"საელჩო არის საქმის კურსში და მიმდინარეობს შესაბამისი საბუთების მომზადება", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო უწყებაში.
პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები პოლონეთში სამუშაოდ იყვნენ წასული.