"ქართული მარში" პარტიას აფუძნებს: "ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები"

02-07-2020 19:33:01

"ქართული მარში" პარტიის დამფუძნებელი ყრილობას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამ წუთებში მართავს. "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისთვის სიმბოლურია, რომ პარტიას ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში აფუძნებს, რადგან როგორც თავად ამბობს, ჭავჭავაძის იდეებთან სრულ თანხვედრაშია.

რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას, ბრეგაძის თქმით, ისინი მხოლოდ შიდა რესურსით სულდგმულობენ და ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო თანხაც თვითონ შეაგროვეს. სანდრო ბრეგაძე ასევე აცხადებს, რომ ის აუცილებლად იქნება წარმოდგენილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში და არ გამორიცხავს, რომ თემატურად, მათ შორის "ქართულ ოქნებასთან" ითანამშრომლოს.

"ჩვენ, ფუძემდებლურად ვართ ილია ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები, თორემ "ნაციონალური მოძრაობა", ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერია ნამდვილად. მე საერთოდ ასეთ წესსაც დავაწესებდი, რომ ავუკრძალავდი მათ, არამარტო ილია ჭავჭავაზის სახლ-მუზეუმში შემოსვლას, არამედ ყველა ისეთ ძირითად, ჩვენს ფუძემდებლურ, სახემწიფოებრივ ადგილას ყოფნას, რომელსაც ისინი წაბილწავენ. რაც შეეხება თემატურ თანამშრმლობას, თუკი არჩევნები წარიმართა ისეთ რეჟიმში, რომელიც იქნება მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში თემატურ თანამშრომლობას ჩვენ აბსოლუტურად, არავისთან არ გამოვრიცხავთ", – განაცხადა ბრეგაძემ.

ღონისძიების დაწყებამდე "ევროპულმა საქართველომ" კულტურისა სამინისტროს მიმართა თხოვნით ,არ დაეთმო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი "ძალადობრივი, ანტიქართულ დაჯგუფებისთვის"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები