გახარია – კონგრესმენის განცხადებაზ: „საქართველოს აკონტროლებს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები“
03/07/2020 07:30:29 პოლიტიკა
საქართველოს აკონტროლებს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუენ მალინის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ამ ბოლო პერიოდშიც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინგადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში”, -განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: გამოცემა “The Hill”-ში გამოქვეყნებულ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი და ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა.


