Accentnews.ge
ცქიტიშვილის ცნობით, რიგი ქვეყნები საქართველოს საზვრების გახსნას ტესტირების და კარანტინის გარეშე სთავაზობენ

ცქიტიშვილის ცნობით, რიგი ქვეყნები საქართველოს საზვრების გახსნას ტესტირების და კარანტინის გარეშე სთავაზობენ

03/07/2020 09:37:50 პოლიტიკა

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიალოგი და ზუსტდება დეტალები ქვეყნებთან, რომელთაც საზღვრის გახსნის განსხვავებული რეჟიმები დააწესეს.

„თითოეულ ქვეყანას აქვს დადგენილი საზღვრის გახნის თავისი რეჟიმი. მაგალითად, ავსტრიამ აირჩია, რომ არ გაეხსნა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნების გარდა სხვებისთვის, იტალიამ კი გადაწყვიტა, რომ გაეხსნა, მაგრამ 14-დღიანი კარანტინით. ასევე, შვედეთთან დაკავშირებით გავიგეთ გუშინ, რომ მზად არიან გახნან საზღვარი ტესტის გავლის პირობით. არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას, სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ აქტიურად“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანამ აღიარა ჩვენი წარმატება პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ის ფაქტი, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრის გახსნას, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება.

ცნობისთვის: ევროპის რიგმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნეს, საქართველოს კი საერთაშორისო ფრენებზე აკრძალვა 1 აგვისტომდე აქვს გახანგრძლივებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S