ენმ: „პრემიერი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს“
03/07/2020 11:26:00 პოლიტიკა
ენმ საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობაში ადანასაულებს. საქმე ეხება მმართველი გუნდის მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობების პირების მხრიდან მსგავსი შეფასებების გამოყენებას: „რადიკალური და კრიმინალური ოპოზიცია“.
„მიუხედავად ჩვენი პარტნიორების არაერთი მკაცრი გაფრთხილებისა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს, ხოლო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძულვილის ენას. გვიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს. მათ შორის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით.
ეს არის სიძულვილის და დაპირისპირების ენის გაღვივება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას, ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს.
უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრებადა ამ სიძულვილოს ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს.
ჩვენი ინტერესია არჩევნები დემოკრატიულ, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს. მინდა, ხელისუფლება გავაფრთხილო, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო ვითარება არ იქნება, არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მათთვის შედეგი ძალიან მძიმე იქნება. მათ საზოგადოების და ზოგადად ცვილიზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში თუ ასე გააგრძელებენ პოლარიზაციის დათესვას საზოგადოებაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.


