Accentnews.ge
ტრამპი: „ირანთან დაკავშირებით სრულ მზადყოფნაში ვართ, ვნახოთ, რა მოხდება“

ტრამპი: „ირანთან დაკავშირებით სრულ მზადყოფნაში ვართ, ვნახოთ, რა მოხდება“

19/06/2019 06:23:11 სხვა, მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანთან დაკავშირებით სრულ მზადყოფნაშია.

ამის შესახებ ტრამპმა  The Time-სთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. ვნახოთ, რა მოხდება. თქვენ ხედავთ, რას აკეთებენ ისინი. ირანი ტერორისტული სახელმწიფოა“, – განაცხადა ტრამპმა  The Time-სთან საუბრისას.

ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. გუშინ პენტაგონმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S